საარჩევნო მარკეტინგი

საარჩევნო მარკეტინგი
ერთ-ერთ ძირითად სახეობას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს ხშირად აიგივებან საერთოდ პოლიტიკურ მარკეტინგთან, რაც მათლად ზუსტი არაა. მათ შორის არსებულ განსხვავებაზე ფრანგი პოლიტოლოგი დ. ლინდონი არნიშნავს: „პოლიტიკური მარლეტინგი ესაა თეორიებისა და მეთოდების ურთიერთობა, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და ხელისუფლებამ ორი მიზნით: განსაზღვრონ თავიანთი ამოცანები და თავისი პროგრამერბი; გავლენა მოახდინონ მოქალაქეთა ქცევაზე. საარჩევნო მარკეტინგი, სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური მარკეტინგისა და აქვს უფრო შეზღუდული მიზანი: პოლიტიკური პარტიებსა და კანდიდატებს დაეხმაროს ეფექტური საარჩევნო კამპანიის შემუშავებასა და ჩატარებაში . საარჩევნო მარკეტინგი გულისხმობს სხვადასხვა სოციალური და ეროვნული ჯგუფების ინტერესების სპეციალურ შესწავლას და ამის საფუძველზე ამომრჩეველთა ყოველი კატეგორიისათვის სწორედ პრედენდენტის იმ რეალურ თავისებურებებისა და ღისებების გამოვლენასა და ხაზგასმას, რომელთა მიმართაც ამომრჩეველთა მოცემული ჯგუფები მეტ ინტერესს ამჟღავნებენ. ამასთან პრეტენდენტის ასეთი თვისებების დემონსტრაცია კორექტულად, მიზანდასახულად, საქმის ცოდნით უნდა იყოს გაკეთებული. საარჩევნო მარკეტინგი ლიდერობის პრეტენდენტს ეხმარება განსაზღვოს, თუ რამდენად შეესაბამება მისი იდეები და პროგრამა „ბაზრის მოთხოვნილებებს“. სპეციალური მეტოდების საშუალებით ირკვევს თუ ვის, რას და როგორ უნდა ელაპარაკოს პრეტენდენტი თავისი პოლიტიკურიმრწამსის ფარგლებში, რა ფორმების მესვეობით უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან ურთიერთობა.
Source: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "საარჩევნო მარკეტინგი" в других словарях:

  • მარკეტინგი — • ტერმინი „მარკეტინგი“ წარმოებულია ინგლისური სიტყვიდან „მარკეტ“ – „ბაზარი“. აღნიშნული ტერმინი გაჩნდა XIX XX სს. მიჯნაზე და ნიშნავდა ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის მოთხოვნილებისა და გასაღების შესწავლას. მარკეტინგი, როგორც წარმოებისა და… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»